|
|
 |
|
უახლესი ამბები... |
ინტერვიუ გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარესთან ლერი დათშვილთან 65 წლის წინ, ომის მრისხანე ტალღებით შორს გატყორცნილმა და გარიყულმა ქართველებმა, ბრძოლებისაგან დანგრეულ და გაპარტახებულ გერმანიაში მონახეს ერთმანეთი, რათა უცხო მიწაზე შეექმნათ პატარა სამშობლოსმაგვარი ატმოსფერო. ამის შედეგად დაარსდა ბავარიის მიწაზე, ქალაქ მიუნხენში ქართული სათვისტომო. მას შემდეგ, წლების განმავლობაში იკრიბებოდნენ ქართველები, საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე ბჭობდნენ, მისი გათავისუფლების გეგმებს აწყობდნენ, ერთი მეორეს ანუგეშებდნენ და ნოსტალგიის დაძლევაში ეხმარებოდნენ. უნებურად ემიგრანტებად ქცეულები, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სათვისტომოს სახელოვანი თავმჯდომარეები და ყველანი მუდამ უკან, სამშობლოში დაბრუნებზე ოცნებობდნენ. ...გადიოდა წლები. საქართველოში იცვლებოდა წყობა, მთავრობები, სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაშიც, ქართველ ემიგრანტთა ახალ-ახალი ტალღების წარმოშობას განაპირობებდა. კვლავ გამოიკვეთა ნახევარი საუკუნის წინ დაფუძნებული ორგანიზაციის აუცილებლობა, თუმცა უფრო სახეცვლილისა, ფუნქციებგაფართოებულისა. |

|
|
|
Read more text |
როგორც უკვე ვიტყობინებოდით, თებერვლის თვეში დანიშნული გვაქვს სათვისტომოს თავმჯდომარის, გამგეობისა და საკონტროლო კომისიის მორიგი არჩევნები. გთხოვთ, ყველას, გამოიჩინოთ აქტიურობა და დაასახელოთ კანდიდატურები (მოიწერეთ), მობრძანდეთ და მხარი დაუჭიროთ ღირსეულ და აქტიურ ადმაიანებს.
თარიღი: 19.02.2012, დრო: 18:00 ! მისამართი: Studentenstadt, Arkadenraum Christoph-Probst-str. 10 80805 München U6-is გაჩერება „Studentenstadt“
არჩევნების მოსამზადებლად (ასევე სხვადასხვა საკითხების განსახილველად) გიწვევთ ერთი კვირით ადრე 12 თებერვალს, 19:00 საათზე, წინასწარ შეხვედრაზე, იმავე მისამართზე.
ორივე შეხვედრაზე შესაძელებლი იქნება სათვისტომოში გაწევრიანება, რაც საშუალებას მისცემს სრულიად ახალ ადამიანებს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და გააქტირუდნენ გერმანიის ქართულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან გთხოვთ სათვისტომოს წესდებასაც გაეცნოთ წინასწარ (იხილეთ ბმული 1), ასევე - გაწევრიანების შესაძლო ვარიანტებსაც (ბმული 2).
ბმულები:
- წესდება
- გაწევრიანების წესები და ფორმულარი
|
|
|
გამოცხადდა საბუთების მიღება გერმანიის 2012 წლის საუკეთესო ქართველი სტუდენტის კონკურსში მონაწილეობისათვის. გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოვება მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართება მიუნხენში.
კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი გულითადად არის მოწვეული ზეიმზე დასასწრებად, ხოლო გამარჯვებულის ზეიმზე დასწრება აუცილებელი პირობაა ფულადი პრიზის გადაცემისათვის.
კონკურსში მონაწილეობის პირობებს გაეცანით აქ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გერმანიის ქართული სათვისტომო
|
|
|
ავტორი - Leri Datashvili
|
|
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიის ქართული სათვისტომოს ვებ-გვერდზე
გერმანიის ქართული სათვისტომო იუბილარია: 65 წელს ითვლის გერმანიის ქართული სათვისტომოს არსებობის ისტორია. დიდი ხანი ის ქართველთა ერადერთი ორგანიზაცია იყო გერმანიაში. ახლა სხვა დროა, გერმანიაში უკვე უამრავი ორგანიზაციაა - ქართული ან ქართულ-გერმანული. ჩვენი სათვისტომოს შემადგენლობაც იცვლება - ის აღარაა მხოლოდ ემიგრაციული ორგანიზაცია, არამედ გერმანიაში მყოფ ქართველთა ორგანიზაციაა. ბოლო 10-15 წელია სათვისტომო გარდამავალ როლში იყო: ახალ ჩამოსულ ქართველებს გზამკვლევის როლში ევლინებოდა. უახლესი მიზნები და როლი კი განსაზღვრისა და დახვეწის პროცესშია. სათვისტომო პოლიტიკური ორგანიზაციიდან (ასეთი იყო უმთავრესად საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში) გარდაიქმნა კულტურულ ორგანიზაციად, ამჟამად კი კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციად უკვე იურიდიულად ჩამოყალიბდა, რაც სათვისტომოსათვის გულისხმობს შეღავათიან საგადასახადო სისტემასა და სპონსორებისათვის კი - მათი შემოწირული თანხების დაბეგვრისაგან გათავისუფლებას. უამრავი განსხვავებული ტიპის ქართველს შეხვდებით აქ, უცხოეთში. პოლიტიკა, რელიგია, განათლება, პროფესია და ა. შ. ასეთია განსხვავებულობის საფუძვლები, ასევე მიზეზებიც უცხოეთში ყოფნისა. მაგრამ ყველას გვახასიათებს ერთი საერთო თვისება: საქართველოზე ფიქრი არ წყდება ჩვენს გონებაში. სწორედ ეს ფიქრები და ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა სამშობლოსათვის სასიკეთო საქმის გაკეთება შორიდანაც მოვახერხოთ.
ასეთი გაერთიანებისათვის კი გერმანიის ქართული სათვისტომო საუკეთესო ადგილია
|
|
|
|
|
|
 |
|