გერმანიის ქართული სათვისტომოს თასი |
Geschrieben von: Leri Datashvili |
Freitag, 23. Mai 2014 um 01:33 Uhr |
There are no translations available. ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში! ამა წლის 8 ივნისს, კვირას (მომდევნო ორშაბათი დასვენების დღეა), უკვე მეოთხედ გაიმართება ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირს ამჯერად ქალაქი ფრაიბურგი უმასპინძლებს. ტურნირი პირველად 2011 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა შვიდმა ქართულმა გუნდმა მიიღო, 2012 და 2013 წლებში ტურნირში უკვე ცხრა გუნდმა იასპარეზა. 2014 წლის ტურნირში უკვე 10 გუნდია დარეგისტრირებული.
ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართველების გაცნობა-დამეგობრებას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. გუნდი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 5 მოთამაშისაგან მეკარის ჩათვლით (სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის). დაიშვებიან მხოლოდ მოთამაშეები 16 წელს ზემოთ. |
Zuletzt aktualisiert am Samstag, 21. Juni 2014 um 19:39 Uhr |