28 | 03 | 2024
ფირნიშები
შესვლა



წლის საუკეთესო სტუდენტები ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
შაბათი, 28 მარტი 2015 23:51

წლის საუკეთესო სტუდენტები

გერმანიის ქართული სათვისტომო ყოველწლიურად ატარებს კონკურსს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე საუკეთესო ქართველი სტუდენტების გამოსავლენად. 2015 წლამდე კონკურსი ერთ გამარჯვებულს ავლენდა, რომელიც  წლის საუკეთესო სტუდენტის წოდებასთან ერთად ჯილდოვდებოდა სათვისტომოს საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრიზით.

ათწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ საკმაოდ რთულია ძირეულად განსხვავებული ფაკულტეტების სტუდენტების და მათი შეფასებების ერთმანეთთან შედარება და მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა. აქედან გამომდინარე სათვისტომოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, 2015 წლიდან კონკურსი სამ კატეგორიაში ჩატარდეს და გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდეს თიტოეულ კატეგორიაში.

ამიერიდან გამოვლინდებიან საუკეთესო სტუდენტები შემდეგ სამ სასწავლო მიმართულებაში:

  1. მედიცინის, ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერებები
  2. სოციალური, ჰუმანიტარული, სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერებები
  3. ხელოვნება

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:

  1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”აუცილებლად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .
  2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
  3. დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში (Immatrikulationsbescheinigung)
  4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი.
  5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).
  6. მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 2 გვერდისა.
  7. CV ტაბულარული ავტობიოგრაფია.
  8. ხელოვანებისათვის სასურველია შეძლებისამებრ წარადგინონ მათი ნამუშევრების (ელექტრონული ფოტო ან ვიდეო მასალა).

ვადები:

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა ყოველი წლის 10 მაისი (უფრო დაზუსტებული ვადები გამოქვეყნდება კონკურსის წინა პერიოდში ყოველ წელს). ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება მოეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც გაიმართება მიუნხენში მაისის დამლევს/ივნისის დასაწყისში. ამდენად კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი მოწვეულია ზეიმზე დასასწრებად, ხოლო ყველა გამარჯვებული სტუდენტის ზეიმზე დასწრება აუცილებელია პირობაა ფულადი პრიზის გადაცემისათვის (ტიტულის მინიჭების დამადასტურებელი სიგელი გამარჯვებულს გადაეცემა მიუხედავად ზეიმზე დასწრება/არ დასწრებისა).

საუკეთესო სტუდენტებს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.
ძვირფასო სტუდენტებო, იჩქარეთ, ჩაერთეთ კონკურსში.
თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები ამ მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს გამოგზავნეთ.

 

გვაქვს შემოთავაზება, რომ ერთ-ერთი პრიზის სპონსორები იყვნენ გერმანიაში მცხოვრები ყოფილი და ახლანდელი სტუდენტები (შემოწირულობის ოდენობა - ნებისმიერი), ანუ ვინც უკვე ისწავლა და იცის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სტუდენტთათვის მხარდაჭერა, მათი აღიარება და განსაკუთრებით კი გერმანიაში მოსწავლე წარმატებული სტუდენტების შესახებ სამშობლომდე ინფორმაციის მიტანა (ჩვენ ხომ ძალიან ხშირად გვესმის, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან საქართველოში!).

კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .

 

 

 

 

 

 

 







 

 

 

 

2005 წლიდან 2014 წლამდე შემდეგი კონცეფციით ტარდებოდა კონკურსი

 

კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი"


შესავალი:
გერმანიის ქართული სათვისტომო ყოველწლიურად ატარებს კონკურსს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე საუკეთესო ქართველი სტუდენტის გამოსავლენად. გამარჯვებულ სტუდენტს ენიჭება წლის საუკეთესო სტუდენტის წოდება და ჯილდოვდება სათვისტომოს საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიით.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში Hauptstudium-ის დამამთავრებელ სტადიაზე, ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული Hauptstudium-ის გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:
1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი” აუცილებლად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .
2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
3. სტუდბილეთი (Immatrikulationsbescheinigung) 
4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი. 
5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).

ვადები:
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა ყოველი წლის 20 მაისი
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოება ეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც იმართება მიუნხენში ყოველი წლის მაისის დამლევს / ივნისის დასაწყისში. ამდენად კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი მოწვეულია ზეიმზე დასასწრებად, ხოლო გამარჯვებულის ზეიმზე დასწრება აუცილებელია პრიზის გადაცემისათვის.

საუკეთესო სტუდენტს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.

ძვირფასო სტუდენტებო, მოგიწოდებთ ჩაერთოთ კონკურსში.

კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 17 მარტი 2011 23:36


ბოლოს განახლდა ორშაბათი, 13 მაისი 2019 12:38
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები