29 | 03 | 2024
2006 წელი ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - პარმენ   
ორშაბათი, 15 დეკემბერი 2008 23:14

22.10.2006

გაცნობებთ, რომ 29 ოქტომბერს განახლდება საკვირაო სკოლის ფუნქციონირება. მეცადინეობები დაიწყება 13:00-ზე.
რამოდენიმე სატელეფონო და პირადი შეხვედრის შემდეგ დღეს საბოლოოდ მოხდა შეთანხმება სკოლისათვის საბავშვო ბაღის მთლიანი ტერიტორიის კვირაობით დათმობის შესახებ.

საბავშვო ბაღი მდებარეობს მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიის შენობის გვერდით. ბაღის შენობა ეკუთვნის ქარითასის ორგანიზაციას.

ჯერი სტუდენტ-ახალგაზრდობაზეა: მიუნხენის ქართული საკვირაო სკოლის განვითარების ახალი ეტაპი დადგა.

საკვირაო სკოლის მისამართი:

Kristallstrasse 8a, 80995 München-Ludwigsfeld.


18.10.2006

17 ოქტომბერს, გერმანიის ქართულმა სათვისტომომ მიუნხენში მცხოვრები ქართველების თანადგომით რუსეთის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მოაწყო. აქციის მიზანი რუსეთის ისტერიული პოლიტიკის შეწყვეტისათვის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და რუსეთში მცხოვრები ქართველებისადმი თანადგომის გამოხატვა იყო. მრავალი ქართველი მიუნხენის ცენტრში Karlsplatz-ზე დილის 10 საათზე შეიკრიბა, შემდეგ კი რუსეთის საკონსულოს წინ გადაინაცვლა. აქციაზე გამვლელთა ყურადღებას ტრანსფარანტებისა და საქართველოს სახელმწიფო დროშების გარდა საქართველოს ჰიმნი და ხალხური სიმღერებიც იქცევდა. ასობით გამვლელი შეჩერდა და გაეცნო ლოზუნგების შინაარსს. მიუნხენის პრესისა და ტელევიზიის 15-მდე ოფისში იქნა აქციის შესახებ მოკლე ინფორმაცია დარიგებული.

ლოზუნგები  ასე იკითხებოდა:
1. შეწყდეს საქართველოს რეგიონების ანექსია რუსეთის მიერ (ინგლ., გერმ.)
2. შეწყდეს ქართველების დევნა რუსეთში (ინგლ., გერმ.)
3. პუტინს! ჩამოაცილე ბავშვები შენს ბინძურ პოლიტიკას (გერმ.)
4. დაგმეთ რუსული ანტიჰუმანური და ანტიქართული პოლიტიკა: დაიცავით საკუთარი მომავალი! (გერმ.)
5. რუსეთო! დროა სამუდამოდ მიეჩვიო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას! (ინგლ.)
6. რუსებო, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენსა და ჩვენს თავისუფლებას (რუს.)
7. ერთად გავიმარჯვებთ! (ქართ.)

პლაკატების  ფაილი შეგიძლიათ იხილოთ აქ, მცირე ფოტოალბომი კი აქ.


18.10.2006

ბოლო წლებში ძალზედ გაიზარდა გერმანიაში Au-Pair პროგრამით ჩამომსვლელ ახალგაზრდა ქართველთა რიცხვი. პროგრამა ბევრ სასიკეთო შედეგს განაპირობებს, როგორებიცაა: გერმანული ენის დაუფლება, დასავლეთის კულტურის გაცნობა, მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაჩენა და სხვა კიდევ მრავალი რამ. მაგრამ ამასთანავე არსებობს უარყოფითი გამოცდილებებიც: ოჯახთან ურთიერთობის დაძაბვა, ენის კარგად არ ცოდნა, სავიზო,  სადაზღვევო და ფულთან დაკავშირებული პრობლემები. ანუ, უმარტივესი ინფორმაციების უქონლობის გამო ურთულეს და ხშირად გამოუვალ სიტუაციებში აღმოჩნდებიან ხოლმე ქართველი ახალგაზრდები.

15 ოქტომბერს გერმანიის ქართული სათვისტომოს ახალი პროექტის (Au-Pair-ებთან ურთიერთობა) სამუშაო ჯგუფმა, რომელიც უმთავრესად სტუდენტი ახალგაზრდებისაგან სულ ახლახანს ჩამოყალიბდა, Au-Pair პროგრამაში მონაწილე ქართველ გოგო-ბიჭებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი მათი გაცნობა, მათთან დამეგობრება და იმ ძირითადი ინფორმაციის მიწოდება იყო, რაც მათ თავის უფლება-მოვალეობებში გაარკვევთ და უცხო ქვეყანაში ცხოვრებას შეძლებისდაგვარად გაუადვილებთ. ჯგუფის წევრებმა მათ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და მეგობრული რჩევები მისცეს.

შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ფოსტა ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს და სატელეფონო ცხელი ხაზი (017623346015) Au-Pair-ებისათვის, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ. შეხვედრაზე ასევე დარიგდა ქართულ ენაზე ნათარგმნი Au-Pair-თა « უფლებები და მოვალეობები ».

სამუშაო ჯგუფი მომავალშიც აპირებს სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებებისა და ექსკურსიების მოწყობას Au-Pair პროგრამაში მონაწილეთათვის. მომდევნო ღონისძიება სწორედ 22 ოქტომბრისათვის დაგეგმილი ექსკურსიაა მიუნხენის ფინაკოთეკებში (დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს   ან    ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ).

შეხვედრაზე ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა იმ გარემოებას, რომ Au-Pair-ის უმნიშვნელოვანესი მიზანი საქართველოში ცოდნით გამდიდრებული დაბრუნებაა, რისთვისაც თითოეულმა უნდა შეძლოს გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება.

საინფორმაციო საღამოს ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი ხაჭაპური, ცეკვა-სიმღერა და დამეგობრება მოჰყვა. საღამო კი ასე დასრულდა : ფოტო_დიდი რეზ.   ან  ფოტო_მცირე რეზ.


03.10.2006

 ქართველი ტალანტი მიუნხენის ლომებში.
19 წლის მცველმა, მათე ღვინიანიძემ, საქართველოს თითქმის ყველა ახალგაზრდულ საფეხბურთო კლუბში ითამაშა. შემდეგ, თბილისის ,,დინამოდან“ მოსკოვის ,,ლოკომოტივის“ გავლით 2006 წელს მიუნხენის „Löwen“-1860 ში გადაინაცვლა და მათთან 3 წლიანი ხელშეკრულებაც გააფორმა. „Löwen“-1860 ის მენეჯერის სტეფან როიტერის თქმით ღვინიანიძემ თავისი ოთხ კვირიანი საცდელი თამაშების დროს ისინი თავისი თამაშის ტაქტიკით დიდად მოხიბლა. ,,ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა ამ სახის ტრანსფერის რეალიზაციის საშუალება. ის თავისი ხასიათით ძალიან ახლოსაა ჩვენს გუნდთან.“ „Löwen“-ების მწვრთნელმა ვალტერ შახნერმა კი ის ნაპოვნ მარგალიტად შეაფასა. მე-19 ნომერი, 19 წლის მათე 1860-ს წარმატების მოტანას ჰპირდება.
მასზე საქართველოშიც დიდ იმედს ამყარებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კლაუს ტოპმოელერმა ღვინიანიძე 2006 წლის 7 ოქტომბერს როსტოკში, ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ მიიწვია. 11 ოქტომბერს კი ის ჩვენი ქვეყნის გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონ იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის  შესარჩევ ტურში შეხვდება.


03.10.2006

 29 სექტემბერს პარმენ მიქაძემ და ცირა ცანავამ მიუნხენში, ,,Gasteig“-ის მცირე დარბაზში მორიგი საფორტეპიანო კონცერტი გამართეს. მიუნხენის რიხარდ შტრაუსის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტებს მაყურებლის დიდი მოწონება ხვდა წილად. ცირა ცანავამ იოჰან სებასტიან ბახის ,,პარტიტა“, პარმენ მიქაძემ კი ლუდვიგ-ვან-ბეთჰოვენის სონატა ოპ. 101 შეასრულა.  ქართველ მსმენელებთან ერთად უდიდესი დაინტერესება და აღფრთოვანება გერმანელემა მსმენელებმაც გამოხატეს. ისინი კონცერტის დამთავრების შემდეგ კიდევ დიდხანს  აღტაცებით საუბრობდნენ ორი ქართველის საშემსრულებლო ოსტატობაზე.


03.09.2006

დღეს პირველი წირვა-ლოცვა გაიმართა მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიის ახალ შენობაში შემდეგ მისამართზე:

Kristallstrasse 6, 80995 München-Ludwigsfeld. 


10.08.2006

ლორეტა გოლეთიანის პოეზიის საღამო
16 ივლისს ლორეტა გოლეთიანმა თავისი პოეზიის პირველი საღამო ,,ფერტილი ღამე“ გამართა. მიუნხენში ბარ ,,დელა-ვიტაში” გამართულ საღამოს ლორეტას პოეზიაზე შეყვარებული 50 ზე მეტი მისი ახლობელ-მეგობარი ესწრებოდა. საღამომ არაჩვეულებრივი ფერებით და განწყობით ჩაიარა, მსმენელმა 30 ზე მეტი ლექსი და ამ ლექსებთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები მოისმინა. ლორეტამ ამავე საღამოსვე გაამხილა, რომ მისი ლექსების კრებული უკვე იბეჭდება და სექტემბერ-ოქტომბერში წარუდგება ფართო მკითხველს.


20.07.2006

,,ცამეტი” მიუნხენის კინო-ფესტივალზე
15 ივლისს 2006 წლის მიუნხენის კინო-ფესტივალი გაიხსნა. ამავე დღეს კინო-თეატრ რიოში ფრანგულ-ქართული ფილმი ,,ცამეტი” იყო წარდგენილი. რეჟისორ გელა ბაბლუანის მიერ 2005 წელს გადაგებულმა თრილერმა ამავე წელს მიიღო ჯილდოები ვენეციისა და სუნდანცე-ს კინო ფესტივალებზე. მაყურებლის მოწონება მას არც მიუნხენში დაჰკლებია. ფილმის ჩვენებას მთავარი როლის შემსრულებელი გიორგი ბაბლუანი ესწრებოდა.


15.07.2006

საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ზეიმის შესახებ წაიკითხეთ აქ. ინფორამცია გადმოღებულია ჟურნალ "ქართულის" მაის-ივნისის ნომრიდან.

ზეიმზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს გერმანიის ქართული სათვისტომოს საპატიო წევრის წოდება მიენიჭა.


12.06.2006

"წლის საუკეთესო სტუდენტის" კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა, მიყევით შემდეგ ბმულს


06.02.2006

პარასკევს, 3 თებერვალს გერმანიის ქართული სათვისოტმოს ტრადიციული საინფორამციო შეხვედრა გაიმართა. დღის წესრიგში სათვისტომოს დასახული პროექტების განხორციელებისა და მიმდინარეობის საკითხები იდგა.
შეკრებაზე იმსჯელეს „ახალი აღთქმის“ კომპიუტერული წიგნის შექმნის საკითხებზეც. აქვე შედგა პროექტის მონაწილეთა ახალი დამატებითი სია. ამ პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეგიძლიათ მოგვმართოთ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
დამსწრენი ასევე გაეცნენ გერმანიის ქართული სათვისტომოს ორგანოს, ჟურნალ „ქართული“-ს ახალ გამოშვებას. გაცნობებთ, რომ ჟურნალის რედაქცია იწვევს ჟურნალისტური გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს თანამშრომლობისათვის. დაინტერესებულ პირებსა და ჟურნალის გამოწერის მსურველებს, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე; ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
გარდა ამისა მიმდინარეობს “წლის საუკეთესო სტუდენტის” შერჩევა. კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ: studentis dajildoveba. საუკეთესო სტუდენტის დაჯილდოება, ისევე როგორც წინა წელს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ზეიმზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ქართული სათვისტომოს შეხვედრა ყოველი მეორე თვის პირველ პარასკევს იმართება.


25.01.2006

22 იანვარს გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით საახალწლო შეხვედრა მოეწყო. საღამო, რომელსაც 150-მდე სტუმარი ესწრებოდა, პირველ რიგში მიუნხენის ქართული საკვირაო სკოლის წარდგენასა და მისი საზოგადოებისათვის გაცნობას ისახავდა მიზნად. სკოლის მოსწავლეები – ქართული და ქართულ-გერმანული ოჯახების პატარა წარმომადგენლები – ქართული ლექსებითა და სიმღერებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. კონცერტის შემდეგ თოვლის ბაბუამ ბავშვები ქართული წიგნები დაასაჩუქრა.
სათვისტომო კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის სკოლის მასწავლებლებსა და ყველას, ვინც ამ იდეის განხორციელებას, მიუნხენის ქართული საკვირაო სკოლის ამოქმედებას ხელი შეუწყო.
საახალწლო შეხვედრას მიუნხენის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მგალობელ გოგონათა გუნდის სიმღერა ამშვენებდა.


 

20.12.2005

ქართულ საკვირაო სკოლაში გამოცხადდა საშობაო არდადეგები. მეცადინეობები განახლდება 2005 წლის 8 იანვრიდან.


08.12.2005

მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სიახლეა:

3 და 4 დეკემბერს მამა თამაზმა (თამაზ ლომიძე) არქიმანდრიტ ლაზარესთან (დიმიტრი სამადბეგიშვილი) ერთად პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა.

მამა თამაზი საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 13 ნოემბერს ჯერ დიაკვნად, ხოლო 23 ნოემბერს კი მღვდლად აკურთხა.

4 დეკემბერს აღვლენილ წირვაზე მამა თამაზმა მიუნხენის ქართულ სამრევლოს უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა და მის მიერვე საჩუქრად გამოტანებული სამთავროს ივერიის ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ხატები გადასცა.


23.11.2005

ყოველ კვირას 13:30 - 15:30 ტარდება საცდელი გაკვეთილები ქართულ საკვირაო სკოლაში, რომელიც მიუნხენის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და გერმანიის ქართული სათვისტომოს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. მთლიანად მიუნხენის ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ამ პროექტისადმი ძალიან დიდია. მუშაობა აგებულია ქართველი ახალგაზრდების ენთუზიაზმე. სკოლისათვის სათავსი გაიღო ბატონმა ვახტანგ ბარდაველიძემ.

სკოლის მისამართი: Artwerkstatt, Am Lilienberg 2, 81669 Muenchen. (S-Bahn Rosenheimerplatz, gegenueber Gasteig)

მეცადინეობები მესამე კვირაა ტარდება და უკვე 20- მდე სხვადასხვა ასაკის ბავშვი ეზიარება ქართული სიმღერის, ცეკვის, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის საწყისებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. მიმდინარეობს სკოლის სამუშაო პრინციპების დახვეწა მშობელთა მოთხოვნებთან და ბავშვთა შესაძლებლობებთან შეჯერების საფუძველზე.

სკოლის კარი ღიაა ყველა მსურველისთვის.

მალე გამოცხადდება სკოლის საზეიმო გახსნის თარიღიც, რომელიც ნაახალწლევს იგეგმება.


21.11.2005

პარასკევს, 2 დეკემბერს 19:00 შედგება გერმანიის ქართული სათვისტომოს ტრადიციული საიფორმაციო შეხვედრა მისამართი: Studentenstadt "Arcadenraum" Christoph-Probst-Str. 10, 80805 Muenchen


ბოლოს განახლდა ორშაბათი, 15 დეკემბერი 2008 23:23
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები