28 | 03 | 2024
კარლო ინასარიძე ბეჭდვა ელფოსტა
სამშაბათი, 24 ივლისი 2007 01:32

24.07.2007

გერმანიის ქართული სათვისტომო მწუხარებას გამოთქვამს ძველი თაობის ქართველი ემიგრანტის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, საქართველოზე შეყვარებული ადამიანის, კარლო ინასარიძის გარდაცვალების გამო.
ბატონი კარლო გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გახლდათ. სოფელ კუშუბოურის მკვიდრი 21 წლის ახალგაზრდა 1940 წლის 7 მაისს „წითელ არმიაში“ გაიწვიეს. „მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვითვლებოდი „არასასურველ პირად“ „ბოლშევიკებისათვის“, რაც გზას მიღობავდა სამშობლოსაკენ“ – მწუხარებით იხსენებდა ბატონი კარლო. 56 მძიმე წელიწადს, ნახევარ საუკუნეზე მეტს უნდა გაევლო, რათა მას საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმის საშუალება მისცემოდა.
კარლო ინასარიძის კალამს ეკუთვნის არაერთი მონოგრაფია როგორც ქართულ, ასევე გერმანულ ენაზე, კრებულები და რადიოდღიურები. წლების მანძილზე იგი თანამშრომლობდა ჟურნალ „კავკასიონში“, სოციალ-დემოკრატთა ჟურნალ „ჩვენს დროშაში“, 1989 წელს განაახლა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საძღვარგარეთული ბიუროს ორგანოების „მებრძოლი საქართველოსა“ და „მესამე დასის“ გამოცემა. რადიოსადგურ "თავისუფლების“ საშუალებით, ბატონი კარლო „თაბოროძის“ ფსევდონიმით ათეული წლის განმავლობაში ესაუბრებოდა საქართველოს. ოცი წლის მანძილზე იგი ამავე რადიოსადგურის ქართული რედაქციის დირექტორი გახლდათ.
საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ბატონ კარლოს 1996 წელს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.
გერმანიის ქართული სათვისტომო ღრმა სამძიმარს უცხადებს კარლო ინასარიძის ოჯახსა და მეგობრებს.

______________________________________________________________________________________
http://georgischerverein.de, http://satvistomo.de, http://satvistomo.com , http://satvistomo.net ______________________________________________________________________________________

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 31 დეკემბერი 2013 16:53
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები