|
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili
|
|
შაბათი, 28 აგვისტო 2010 13:35 |
|
გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართული სპორტის ქომაგთა კლუბი "ივერიელი" გაუწევს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრის ერთად ყურების ორგანიზებას. შესარჩევი ეტაპის ეს ოფიციალური მატჩი გაიმართება პარასკევს 3 სექტემბერს საბერძნეთის ქალაქ პირეოსში. გერმანიაში მცხოვრები ქართული სპორტის ქომაგები ვიკრიბებით ქალაქ მიუნხენში მდებარე ბერძნულ რესტორან ლოტოსში, სადაც მოეწყობა ამ შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება. რესტორანის მისამართია Lindwurmstraße 74 და მდებარეობს მეტროს გაჩერება: Poccistraße U6(დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ ლინკი). ჩვენ დაგვითმობენ ამ რესტორანში მდებარე საფეხბურთო კლუბ პაოკის ფან კლუბის ოთახს. თამაშის დაწყების დროა 19:45 საათი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იქ ყოფნის პერიოდში უნდა შეიძინოთ ერთი სასმელი მაინც(მნიშვნელობა არა აქვს: ალკოჰოლური ან უალკოჰოლო). გთხოვთ მობრძანდეთ დაახლოებით 20-30 წუთით ადრე და შეძლებისდაგვარად ჩვენი ნაკრების ფორმებში გამოწყობილი. ასევე გთხოვთ შეძლებისდაგვარად თან იქონიოთ საქართველოს დროშები. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0176 23700068 (ზურა), ან დაწვრილებით იხილეთ აქ

|
|
ბოლოს განახლდა შაბათი, 04 სექტემბერი 2010 11:30 |
|
|
გერმანიის ქართული სათვისტომო 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და სამაჩაბლოს ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავს მიუნხენში. აქცია გაიმართება რუსეთის საკონსულოს (Maria-Theresia-Straße 17) მოპირდაპირე მხარეს Möhlstraße 81675, München 10-დან 12 საათამდე. აქციის მონაწილეთა რაოდენობა რეგისტრაციის მიხედვით არის 50 ადამიანი. გთხოვთ მობრძანდეთ. აქციაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ჩვენი
|
|
დაწვრილებით...
|
|
ავტორი - Leri Datashvili
|
|
ოთხშაბათი, 14 ივლისი 2010 21:29 |
|
ამა წლის 16 ივლისს, პარასკევს, ქალაქ ნიურნბეგში ჩატარდება ნიურბერგში მცხოვრები ავტორ-შემსრულებლის გოჩა იაშაღაშვილის საზაფხულო კონცერტი. პროგრამაშია პოპულარული ქართული და საავტორო სიმღერები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მუსიკოსები უკრაინიდან - დუეტი " ჩორნოე მორე" (შავი ზღვა).
კონცერტის დასაწყისი 18:00 კონცერტი ჩატარდება შემდეგ მისამართზე:
Biergarten von Restaurant "Olimpiapark" am Gemeindschaftshaus, Glogauer Str.52, 90473 Nürnberg, Tel. 0911 5400860 Eintritt - 10,- Euro, davon 5,- Euro Gutschein für Essen und Getränke
|
|
ბოლოს განახლდა შაბათი, 24 ივლისი 2010 12:34 |
|
ავტორი - Gigi
|
|
ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 20:03 |
|
ორი პოეტესა ლორეტა გოლეთიანისა და მაია თაბუკაშვილის პოეზიის საღამო
გერმანიის ქართული სათვისტომო გიწვევთ გერმანიაში მცხოვრები ორი ქართველი პოეტის - ლორეტა გოლეთიანისა და მაია თაბუკაშვილის პოეზიის საღამოზე.
პროგრამა:
მაია თაბუკაშვილის დებიუტი - ორენოვანი ავტორი და მთარგმნელი გაგვაცნობს თავის შემოქმედებას.
ლორეტა გოლეთიანი – პოეტი, წარმოადგენს თავის ახალ ნაწარმოებებს ქართულ და გერმანულ ენებზე, ასევე წაიკითხავს რამდენიმე ლექსს კრებულიდან „ფერტილი ღამე“.
ნინო მარგველაშვილი (ფორტეპიანო) შეასრულებს:
ფრედერიკ შოპენი - Nocturne Des Dur სერგეი რახმანინოვი - Prelude Cis Mol
საღამოს გაუძღვება სალომე მესხი
საღამო ორენოვანია (ქართულ-გერმანული)
კვირა, 04. ივლისი 2010 დასწყისი: 19:00 შესვლა: 18:30 დასწრების ღირებულება: 6,- ევრო
მისამართი:
AURORA BAR Beethovenplatz 2 80336 München |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 30 ივლისი 2010 11:26 |
|
ავტორი - Leri Datashvili
|
|
შაბათი, 19 ივნისი 2010 10:33 |
|
გერმანიის ქართული სათვისტომო გულითადად ულოცავს ინგოლშტადთის ქართულ კამერულ ორკესტრს გერმანული 20 წლის იუბილეს. ამ ხნის განმავლობაში ინგოლშტადთელებს (და არა მარტო) მრავალი დაუვიწყარი საღამო აჩუქა ორკესტრმა.
ქვემოთ მოცემული ბმულის გამოყენებით შეგიძლიათ იხილოთ იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო კვირეულის განმავლობაში გასამართი ღონისძიებების პროგრამა. ასევე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ორკესტრის ბანერის გამოყენებით (მარჯვნივ)

|
|
ბოლოს განახლდა შაბათი, 24 ივლისი 2010 12:37 |
|
|
|
|
|
|
JPAGE_CURRENT_OF_TOTAL |