წლის საუკეთესო სამი სტუდენტი Drucken
Geschrieben von: Leri Datashvili   
Samstag, 28. März 2015 um 23:51 Uhr
There are no translations available.

 

წლის საუკეთესო სამი სტუდენტი

გერმანიის ქართული სათვისტომო ყოველწლიურად ატარებს კონკურსს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე საუკეთესო ქართველი სტუდენტების გამოსავლენად. აქამდე კონკურსი ერთ გამარჯვებულს ავლენდა, რომელიც  წლის საუკეთესო სტუდენტის წოდებასთან ერთად ჯილდოვდებოდა სათვისტომოს საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიით.

ათწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ საკმაოდ რთულია ძირეულად განსხვავებული ფაკულტეტების სტუდენტების და მათი შეფასებების ერთმანეთთან შედარება და მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა. აქედან გამომდინარე სათვისტომოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, 2015 წლიდან კონკურსი სამ კატეგორიაში ჩატარდეს და სამი ამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდეს.

ამიერიდან გამოვლინდებიან საუკეთესო სტუდენტები შემდეგ სამ სასწავლო მიმართულებაში:

  1. ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერებები
  2. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები
  3. ხელოვნება

ვაცხადებთ საბუთების მიღებას 2015 წლის საუკეთესო სამი სტუდენტის გამოსავლენად.

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:

  1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”აუცილებლად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:  Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können. .
  2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
  3. დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში (Immatrikulationsbescheinigung)
  4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი.
  5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).
  6. მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 2 გვერდისა.
  7. CV ტაბულარული ავტობიოგრაფია.
  8. ხელოვანებისათვის სასურველია შეძლებისამებრ წარადგინონ მათი ნამუშევრების (ელექტრონული ფოტო ან ვიდეო მასალა).

ვადები:

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 მაისი. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება მოეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც გაიმართება მიუნხენში 2015 წლის 24 მაისს. ამდენად კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი მოწვეულია ზეიმზე დასასწრებად, ხოლო სამივე გამარჯვებული სტუდენტის ზეიმზე დასწრება აუცილებელია პრიზის გადაცემისათვის.

საუკეთესო სტუდენტებს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.

ძვირფასო სტუდენტებო, იჩქარეთ, ჩაერთეთ კონკურსში.

თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები ამ მისამართზე Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können. გამოგზავნეთ.

 

გვაქვს შემოთავაზება, რომ ერთ-ერთი პრიზის სპონსორები იყვნენ გერმანიაში მცხოვრები ყოფილი და ახლანდელი სტუდენტები (შემოწირულობის ოდენობა - ნებისმიერი), ანუ ვინც უკვე ისწავლა და იცის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სტუდენტთათვის მხარდაჭერა, მათი აღიარება და განსაკუთრებით კი გერმანიაში მოსწავლე წარმატებული სტუდენტების შესახებ სამშობლომდე ინფორმაციის მიტანა (ჩვენ ხომ ძალიან ხშირად გვესმის, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან საქართველოში!).

კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können. .

Zuletzt aktualisiert am Montag, 13. Mai 2019 um 12:38 Uhr