Home
04 | 07 | 2009
უახლესი ამბები...
"ობამამ უნდა გაიგოს, რომ თუ საქართველოს რუსეთს დაუთმობს, კრემლი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდება"

"საქართველოს რესპუბლიკა" # 135
შაბათი, 4 ივლისი, 2009 წელი
კობა ბენდელიანი
საუბარი ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან

Read more...
ქართველო! გახდი ილია

ქართველო! გახდი ილია,

თორემ - სამშობლო

მთლად გაილია!

Read more...
სტუდენთა კონკურსის შედეგები - 2009
There are no translations available.

გამოქვეყნდა 2009 წლის საუკეთესო სტუდენტის კონკურსის შედეგები.  მიყევით ბმულს.

 

განცხადება
There are no translations available.

გერმანიის ქართული სათვისტომო აცხადებს

Read more...
Georgischer Verein in Deutschland e.V.
About the Acossiation Print E-mail
Written by Leri Datashvili   
Wednesday, 07 December 2005 12:34

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიის ქართული სათვისტომოს ვებ-გვერდზე


50 წელზე მეტს ითვლის გერმანიის ქართული სათვისტომოს არსებობის ისტორია. დიდი ხანი ის ქართველთა ერადერთი ორგანიზაცია იყო გერმანიაში. ახლა სხვა დროა, გერმანიაში უკვე უამრავი ორგანიზაციაა ქართული ან ქართულ-გერმანული. ჩვენი სათვისტომოს შემადგენლობაც იცვლება - ის აღარაა მხოლოდ ემიგრაციული ორგანიზაცია, არამედ გერმანიაში მყოფ ქართველთა ორგანიზაციაა. ბოლო 10-15 წელია სათვისტომო გარდამავალ როლში იყო: ახალ ჩამოსულ ქართველებს გზამკვლევის როლში ევლინებოდა. უახლესი მიზნები და როლი კი განსაზღვრისა და დახვეწის პროცესშია. სათვისტომო პოლიტიკური ორგანიზაციიდან (ასეთი იყო უმთავრესად საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში) გარდაიქმნა კულტურულ ორგანიზაციად, ამჟამად კი კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციად უკვე იურიდიულად ჩამოყალიბდა, რაც სათვისტომოსათვის გულისხმობს შეღავათიან საგადასახადო სისტემასა და სპონსორებისათვის კი - მათი შემოწირული თანხების დაბეგვრისაგან გათავისუფლებას.

უამრავი განსხვავებული ტიპის ქართველს შეხვდებით აქ, უცხოეთში. პოლიტიკა, რელიგია, განათლება, პროფესია და ა. შ. ასეთია განსხვავებულობის საფუძვლები, ასევე მიზეზებიც უცხოეთში ყოფნისა. მაგრამ ყველას გვახასიათებს ერთი საერთო თვისება: საქართველოზე ფიქრი არ წყდება ჩვენს გონებაში. სწორედ ეს ფიქრები და ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა სამშობლოსათვის სასიკეთო საქმის გაკეთება შორიდანაც მოვახერხოთ.


ასეთი გაერთიანებისათვის კი გერმანიის ქართული სათვისტომო საუკეთესო ადგილია

Last Updated on Saturday, 04 July 2009 16:02
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)English (United Kingdom)
Banner
Banner
Banner